ბრალდებულმა, მსჯავრდებულმა და ძებნილმა ზურაბ ადეიშვილმა ბუჩაში, "ქრონიკის" შეკითხვებს არ უპასუხა
"იმედის" ექსკლუზივი. ბუჩაში ჩასული "ქრონიკის" გადამღები ჯგუფის არცერთ შეკითხვას, საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრი, არ პასუხობს. როგორ შეძლო ბრალდებულმა, მსჯავრდებულმა და ძებნილმა ადეიშვილმა, რომელიც საქართველოში ათამდე სისხლისსამართლის საქმეზეა გასამართლებული, უკრაინაში მაღალ თანამდებობაზე დანიშნულიყო - ეს იყო ერთერთი შეკითხვა, რომელიც ძებნილმა ყოფილმა მაღალჩინოსანმა, უპასუხოდ დატოვა. ადეიშვილის მიმართ გამოტანილია 4 გამამტყუნებელი განაჩენი. ის, ქართულ მართლმსაჯულებას 2013 წლიდან ემალება.
სიუჟეტის ავტორი: მაკუნა აბულაძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
