გარევაჭრობის აკრძალვა და მეტროსადგურების მიმდებარე ტერიტორიების მოწესრიგება
გარევაჭრობის აკრძალვა და მეტროსადგურების მიმდებარე ტერიტორიების მოწესრიგება განხილვის ერთ - ერთი მთავარი თემა იყო თბილისის მთავრობის სხდომის დაწყებამდე. მერმა მეტროსადგურების ვარკეთილის და სამგორის ინფრასტრუქტურაზე ისაუბრა და გლდანის რაიონის გამეგებლს და მაჟორიტარ დეპუტატს კონკრეტული დავალება მისცა , აქტიური მოლაპარაკებები დაიწყონ იმ ადამიანებთან, რომლებიც ახმეტელის მეტროსთან გარევაჭრობით არიან დაკავებულნი.
