ირაკლი ღარიბაშვილი ეროვნული უმცირესობების საკითხებში ეუთოს უმაღლეს კომისარს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ეროვნული უმცირესობების საკითხებში ეუთო-ს უმაღლეს კომისარს, კაირატ აბდრახმანოვს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მხარეებმა განიხილეს საქართველოს წარმატებული თანამშრომლობა ეუთო-ს ინსტიტუტებთან. განსაკუთრებულად აღინიშნა თანამშრომლობის აქტიური დინამიკა HCNM-ის ოფისთან.
