წყალბურთის მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების ყველა მეტოქე ცნობილია
ქართველი წყალბურთელები ა - ჯგუფში უნგრეთის, ბრაზილიისა და მონტენეგროს გუნდების წინააღმდეგ ითამაშებენ, მომდევნო ეტაპზე კი ორი საუკეთესო გავა. ტურნირი 18 ივნისიდან 3 ივლისამდე ბუდაპეშტში გაიმართება. საქართველოს ნაკრები, რომელმაც ამ შეჯიბრებაში დისკვალიფიცირებული რუსეთის გუნდი ჩაანაცვლა, მსოფლიოს ჩემპიონატზე ისტორიაში პირველად გავა.
