დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანების, ყალბი დოკუმენტის დამზადება - გამოყენებისა და საბაჟო წესის დარღვევის ფაქტზე, ორი ადამიანი დააკავეს
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა საზღვარგარეთიდან 325 ავტოსატრანსპორტო საშუალება განბაჟების გარეშე შემოიყვანეს , დაშალეს და ნაწილებად გაყიდეს. დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 11-დან 15 წლამდე ვადით.
