სტეფანჩუკი ქართული დელეგაციის ვიზიტზე
ომში მყოფი უკრაინის რადის თავმჯდომარის პირველი ექსკლუზიური ინტერვიუ . რუსული აგრესიის მძიმე შედეგები რუსლან სტეფანჩუკმა "იმედის" ეთერში შეაჯამა. ირაკლი ჩიხლაძესთან ინტერვიუს დროს გაირკვა , რომ დღეს უმაღლესი რადის და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეებს შორის, სატელეფონო საუბარი შედგება, რა დროსაც რუსლან სტეფანჩუკი შალვა პაპუაშვილს უკრაინაში მიწვევას კიდევ ერთხელ დაუდასტურებს.
