ისტორიული კითხვარის პასუხებს ბრიუსელი 9 მაისამდე ელის
ვიდრე ბრიუსელი თბილისიდან პასუხს ელის და ქვეყანა ისტორიულ გადაწყვეტილებას, ქართული ოპოზიცია ხელისუფლებასთან დაპირისპირების მორიგ საბაბს პოულობს. საკამთო ამჯერად ის არის, რა ჩაიწერება მოსამზადებელ დოკუმენტში. კითხვა იმაზე ცოტაა, ვიდრე ევროკავშირის კანდიდატობის სხვა მსურველებს მიუღიათ და სამ მიმართულებას ეხება. ოპოზიცია ყველა დეტალის გასაჯაროებას მოითხოვს.
