ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, რიგით 106-ე შეხვედრა დასრულდა
ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, რიგით 106-ე შეხვედრა დასრულდა. მოლაპარაკებების დროს ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ მოითხოვა საქართველოს უკანონოდ დაკავებული რვა მოქალაქის გათავისუფლება. მომდევნო სამუშაო შეხვედრა ივნისში დაინიშნა, თუმცა საგაზაფხულო სამუშაოების სეზონის დაწყების გამო, მანამდე ტექნიკური შეხვედრა ჩატარდება.
