რუსთავი-თბილისის მარშრუტის ტარიფი
კომპანია ,,ინტერტრანსის“ მხრიდან, რუსთავი-თბილისის მარშრუტზე ტარიფის თვითნებურ გაზრდასთან დაკავშირებით, რუსთავის მერი და რუსთავის საკრებულოს ფრაქცია ქართული ოცნების წარმომადგენლები, კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდნენ. ხელშეკრულების თანახმად, კომპანიას, მუნიციპალიტეტისთვის ფასის სავარაუდო მატებამდე ერთი თვით ადრე უნდა მიემართა, რაც არ გაკეთდა, ამიტომ რუსთავის მერია, ფასის თვითნებურად გაზრდის გამო, ხელშკრულების პირობების დარღვევისთვის კანონით დადგენილ ბერკეტებს აამოქმედებს და კომპანიას საჯარიმო სანქციები დაეკისრება.
