უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლები
ქართველი მებრძოლების, ნიკა შანავას და დავით მენაბდიშვილის საქართველოში გადმოსვენების პროცესი დაიწყო. მანამდე კი კიევში, ვოლოდიმირის ტაძარში პანაშვიდი გაიმართა. 21 წლის ნიკა შანავა და 49 წლის დავით მენაბდიშვილი ცხრა აპრილს, ქალაქ იზიუმთან რუსულ საარტილერიო ცეცხლს შეეწირნენ. მებრძოლების პანაშვიდს კიევში ნიკა შანავას ძმაც ესწრებოდა, რომელიც ასევე უკრაინაში იბრძვის.