ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, რიგით 106-ე შეხვედრა მიმდინარეობს
ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, რიგით 106-ე შეხვედრა მიმდინარეობს. ქართული მხარე კიდევ ერთხელ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლებას მოითხოვს. მხარეები ჰუმანიტარულ საკითხებსაც განიხილავენ, ასევე იმსჯელებენ ახალგორში შექმნილ ვითარებაზე.
