მსოფლიო ბანკმა, მსოფლოში სიღარიბის განახლებული მაჩვენებლები გამოაქვეყნა
მსოფლიო ბანკმა, მსოფლოში სიღარიბის განახლებული მაჩვენებლები გამოაქვეყნა. კვლევების მიხედვით, საქართველოში 2021 წელს უკიდურესი სიღარიბე 2012 წელთან შედარებით განახევრდა, სიღარიბის სხვა მაჩვენებლები კი ახალ ისტორიულ მინიმუმებამდე, თითქმის ორჯერ შემცირდა. მსოფლიო ბანკის ანგარიშების მიხედვით, 21-ე საუკუნეში სოციალური რეგრესის ანუ სიღარიბის გაუარესების ყველაზე ხანგძლივი პერიოდი საქართველოში 2003-2011 და 2005-2011 წლებია. ასევე წერია რომ საქართველოში 2011 წლის სიღარიბის დონე 2004 წლის მაჩვენებელზე უარესია, 2012-2021 წლებში კი სახეზეა სიღარიბის დონის მკვეთრი შემცირება.
