შინაგან საქმეთა სამინისტრომ ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის საინფორმაციო კამპანია დაიწყო
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის საინფორმაციო კამპანია დაიწყო. იცოდე რომ კანონის გიცავს- ეს არის გზავნილი, კამპანია კი ოთხ მიმართულებას მოიცავს. ესენია ქურდული სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლა, ტრეფიკინგი, კიბერდანაშაული და ნარკომანია. მიზანია, მოსახლეობის ინფორმირება, ცნობიერების ამაღლება და პოლიციისადმი ნდობის ხარისხის გაზრდა. მომზადებულია ვიდეორგოლებიც. კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტმა, საინფორმაციო კამპანია ევროკავშირის მხარდაჭერით დაგეგმა.
