რუსეთი, უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილს ბომბავს
რუსეთი, უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილს ბომბავს. ოკუპანტები დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებს უტევენ. ბრიტანული დაზვერვის მორიგი ანგარიშის მიხედვით, მომავალი ორი-სამი კვირა ამ მიმართულებით ბრძოლები კიდევ უფრო ინტენსიური გახდება, რადგან მოსკოვის მიზანი მათზე კონტროლის მოპოვებაა. პარალელურად, მარიუპოლში ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ ინფორმაცია მოწმდება.
