გრუშევსკის სახელობის თბილისის 41-ე საჯარო სკოლაში უკრაინულენოვანი სექტორი გაიხსნა
გრუშევსკის სახელობის თბილისის 41-ე საჯარო სკოლაში უკრაინულენოვანი სექტორი გაიხსნა. დღეიდან უკრაინიდან ჩამოსული მოსწავლეები საქართველოში მშობლიურ ენაზე ისწავლიან. ადგილზე განათლების მინისტრი და უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული იმყოფებოდნენ. მასწავლებლები სწორედ უკრაინის საელჩოსთან თანამშრომლობით შეარჩიეს, მათ შორის არიან, უკრაინიდან ბოლო პერიოდში ჩამოსული სპეციალისტები. მასწავლებლების ანაზღაურებას საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს.
