სპეციალური დანიშნულების საკვალიფიკაციო პროგრამა დასრულდა
სპეციალური დანიშნულების საკვალიფიკაციო პროგრამა დასრულდა. საწვრთნელ ბაზა მანავში, საზეიმო ცერემონია გაიმართა. კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაურმა გადასცა. პროგრამის ფარგლებში მსმენელებმა ჯვარედინი და სპეციალისტების მომზადება გაიარეს, ასევე შეისწავლეს მცირე ქვედანაყოფების ტაქტიკა და დაგეგმვის პროცესი. პროგრამა შემაჯამებელ სწავლებასაც მოიცავდა.
