პარლამენტის თავმჯდომარემ ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების 10 ნაბიჯი გამოაქვეყნა
პარლამენტის თავმჯდომარემ ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების 10 ნაბიჯი გამოაქვეყნა. აქედან ორი პუნქტი უკვე შესრულებულია. შალვა პაპუაშვილი წერს, რომ კითხვარის გადმოცემა კიდევ ერთი წარმატებული ნაბიჯია ევროკავშირის წევრობისკენ. პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ 369 კითხვაზე პასუხი ევროკომისიას ცხრა მაისამდე უნდა გაეგზავნოს.
