ომის 48-ე დღე
უკრაინა რუსეთის მხრიდან ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. „აზოვის“ ბატალიონის მეთაურის განცხადებით, ოკუპანტებმა მარიუპოლში უკრაინელი სამხედროებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ უცნობი მომწამვლელი ნივთიერება უპილოტო საფრენი აპარატიდან ჩამოაგდეს. უკრაინის ომბუდსმენი კი მარიუპოლის პორტში რუსული ძალების მიერ სატვირთო გემის დაკავების შესახებ იუწყება. კიდევ ერთხელ დაბომბეს ხარკოვი, ბრძოლა მიმდინარეობს ლუგანსკის ოლქშიც.
