ცხინვალში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს საერთაშორისო საზოგადოება არ აღიარებს
არალეგიტიმური და უკანონო - ცხინვალში ჩატარებულ ეგრეთ წოდებულ საპრეზიდენტო არჩევნებს, საერთაშორისო საზოგადოება არ აღიარებს. მიზეზი მარტივია - ცხინვალის რეგიონი რუსეთს აქვს ოკუპირებული და შესაბამისად, არჩევნები იქნება ეს თუ რეფერენდუმი, მას ყოველგვარი სამართლებრივი საფუძველი გამოცლილი აქვს. მიუხედავად ამისა, ბიბილოვმა საკუთარი კამპანია, საქართველოს ძირძველი ტერიტორიის რუსეთთან მიერთებაზე დააფუძნა. ამ საკითხზე ოკუპანტმა რეჟიმმა რეფერენდუმის ჩატარებაც დაანონსა, თუმცა ისევე როგორც ეგრეთ წოდებულ არჩევნებს, ამ ეგრეთ წოდებულ რეფერენდუმსაც, მხოლოდ საერთაშორისო დაგმობა ელის.
სიუჟეტის ავტორი: ქეთი ქაშაკაშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
