ურაინის ხელისუფლება კიდევ ერთ მძიმე კვირას აანონსებს
რუსეთი ათობით ათას მებრძოლს კრებს და აღმოსავლეთით მორიგი ფართომასშტაბიანი შეტევისათვის ემზადება, ურაინის ხელისუფლება კიდევ ერთ მძიმე კვირას აანონსებს. კიევის რეგიონში, 1200 ცხედარზე მეტია ნაპოვნი, ადგილობრივ გამომძიებლებს, ომის დანაშაულებათა მტკიცებულებების შეგროვებაში, ფრანგებიც დაეხმარებიან, სპეციალური ჯგუფი უკვე უკრაინის ტერიტორიაზეა. კრემლი კი ღიად აცხადებს, რომ საბრძოლო მოქმედებებს მოლაპარაკებების დროსაც არ შეყვეტს. ეს სერგეი ლავროვის ოფიციალური განცხადებაა.
სიუჟეტის ავტორი: ლევან ფოჩხუა
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
