თაღლითური სქემა
საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, დიდი ბრიტანეთის მოქალაქის მიმართ ჩადენილი თაღლითობის და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, სისხლისსამართლებრივი დევნა ერთი ფიზიკური და ერთი იურიდიული პირის მიმართ დაიწყო. გამოძიების ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქემ, თანხის მოტყუებით დაუფლების მიზნით, საქართველოში საწარმო დააფუძნა და კომპანიის სახელზე საბანკო ანგარიშები გახსნა. ბრალდებულმა, თანამზრახველთან ერთად, სოციალურ ქსელში, სპეციალური პლატფორმა შექმნა და დიდი ბრიტანეთის მოქალაქეს, 10 000 გირვანქა სტერლინგი, ანუ 34 064 ლარი ჩაარიცხინა. შემდეგ კი, თანხა სხვა ქვეყანაში გადარიცხა.
