თბილისში ევროპარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების ქვეკომიტეტის წევრები იმყოფებიან
დღის წესრიგით გათვალისწინებული შეხვედრები პრეზიდენტის სასახლიდან დაიწყო. სალომე ზურაბიშვილთან გამართულ შეხევდრაზე საუბარი შეეხო უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს, რეგიონში არსებულ ვითარებას, შავი ზღვის უსაფრთხოებას, ასოცირებულ ტრიოსა და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს, ასევე ეროვნული თანხმობის საკითხის , რომელიც პრეზიდენტის ინიციატივაა.
