საქართველოს ეკო ტურისტული პროდუქტების პოპულარიზაცია
საქართველოს ეკო ტურისტული პროდუქტების პოპულარიზაციის მიზნით ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, იტალიისა და ნორვეგიის სამოგზაურო და ეკო ტურისტული გამოცემების წარმომადგენლებს მასპინძლობს. ტურის მონაწილეები საქართველოს ფლორის, ფაუნის და ქვეყნის ეკო ტურისტული პოტენციალის შესახებ ვრცელ სამეცნიერო სტატიებს მოამზადებენ, რაც ხელს შეუწყობს ფრინველებზე დაკვირვების ტურიზმის განვითარებას. ტურის ფარგლებში სამოგზაურო გამოცემების წარმომადგენლებმა თბილისი, სიღნაღი, დავით გარეჯი მოინახულეს.
