იმერეთიდან ჰუმანიტარული ტვირთის გაგზავნის პროცესს ადგილზე ხელმძღვანელობდა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე
იმერეთიდან ჰუმანიტარული ტვირთის გაგზავნის პროცესს ადგილზე ხელმძღვანელობდა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე. უკრაინელი ხალხის დასახმარებლად იმერეთის რეგიონის 12-ვე მუნიციპალიტეტში მერიების სარეზერვო ფონდებიდან გამოყოფილი თანხებით მოხდა სამედიცინო დახმარების საგნების, მედიკამენტების და სხვადასხვა ნივთების შეძენა.
