ომის 46-ე დღე - რუსეთი უკრაინის ქალაქებს ისევ ბომბავს
ოკუპანტები სამხედრო მოქმედებებს უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში ააქტიურებენ. საოკუპაციო ძალები იზიუმისა და ხარკოვის მიმართულებით გადაადგილდებიან. დამატებითი შენაერთების გადაადგილებით ასევე სრული კონტროლის დამყარებას ცდილობენ ქალაქ მარიუპოლზე. დასავლეთს მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდებს ქვეყნის პრეზიდენტი. „დაყარეთ იარაღი!. დაე, დაიწყოს აღდგომის ზავი. ეს განცხადება დღეს რომის პაპმა, ვატიკანში, წმინდა პეტრეს მოედანზე ღვთისმსახურებისას გააკეთა.
