ომის 46-ე დღე უკრაინაში
რუსეთი სამხედრო მოქმედებებს უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში ააქტიურებს. საოკუპაციო ძალები იზიუმისა და ხარკოვის მიმართულებით გადაადგილდებიან. დამატებითი შენაერთების გადაადგილებით ასევე სრული კონტროლის დამყარებას ცდილობენ ქალაქ მარიუპოლზე. დასავლეთს მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდებს ქვეყნის პრეზიდენტი. ვოლოდიმირ ზელენსკიმ დახმარების პირობა დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრისგან პირადად მიიღო.
