„ქრონიკა“ კიევიდან
კიევში ვითარება ყოველ დღე სტაბილურდება, თუმცა პერიოდულად ქალაქში მაინც ისმის განგაშის სიგნალები. ქვეყნის დედაქალაქში ევაკუირებული მოსახელობის დიდი ნაწილი ბრუნდება. გავრცელებული ცნობით გუშინ კიევში რუსეთის მოქალაქე დააკავეს რომელიც ოკუპანტებს უკრაინული სამხედრო ტექნიკის გადაადგილების შესახებ ინფორმაციას აწვდიდა.
