ფოლკლორის ეროვნული ფესტივალი
ფოლკლორის ეროვნული ფესტივალი 2022-ი დაიწყო. ფესტივალის ჟიური, სამუშო ჯგუფთან ერთად პირველი ტურის ფარგლებში 28 მუნიციპალიტეტში ჩავა. ფესტივალი ყოველ ხუთ წელში იმართება და მისი მიზანი საქართველოში არსებული ყველა ფოლკლორული ანსამბლის, ინდივიდუალური შემსრულებლის, თუ საოჯახო ანსამბლის მოსმენა, აღნუსხვა და მხარდაჭერა. ამჯერად ჟიური ონში ჩავიდა, სადაც რაჭული სიმღერებისა და ფერხულების გამორჩეული შემსრულებლები ონსა და ამბროლაურიდან კულტურის სახლში შეიკრიბნენ. ფესტივალი კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით დაიწყო.
