ხანძარი თბილისში
თბილისში, გვიან ღამით, დგებუაძის ქუჩაზე ხანძარი იყო. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი საცხოვრებელ სახლს გაუჩნდა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ხანძარი სავარაუდოდ ძველი ელექტრო სადენების გამო გაჩნდა. ადგილზე მობილიზებულები იყვნენ სახანძრო სამაშველოსა და პოლიციის თანამშრომლები.
