ომის 46-ე დღე
უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. საქართველოს ელჩის, გიორგი ზაქარაშვილის განცხადებით, დაჭრილია კიდევ 4 ქართველი. მათგან ერთერთის მდგომარეობა მძიმეა. დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილები და მათ შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდებათ. გარდაცვლილი ქართველების გადმოსვენებას კვლავ სახელმწიფო უზრუნველყოფს. შეგახსენებთ, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის დროს დაღუპული სამი ქართველი მებრძოლი დავით გობეჯიშვილი, გია ბერიაშვილი და დავით რატიანი საქართველოში ჩამოასვენეს. ამ დრომდე ვერ ხერხდება მარიუპოლიდან ბახვა ჩიქობავას ცხედრის ჩამოსვენება.
