"ლიბერთის" მომხმარებელ ფერმერებს ფინანსურ და სადაზღვევო პროდუქტებზე წვდომა უმარტივდებათ
ლიბერთის მომხმარებელ ფერმერებს ფინანსურ და სადაზღვევო პროდუქტებზე წვდომა უმარტივდებათ. ბანკსა და სადაზღვევო კომპანია ნიუ ვიჟენს შორის პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა. შეთანხმების მიხედვით ლიბერთის მომხმარებელი ფერმერი, ბანკში მხოლოდ ერთი ვიზიტით - „ერთი ფანჯრის" პრინციპით, შეიძენს როგორც ლიბერთის, ასევე „ნიუ ვიჟენ დაზღვევის" სასურველ მომსახურებას. დღეიდან აგროდაზღვევის შეძენა, მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენის საფუძველზე, ლიბერთის ნებისმიერ ფილიალშია შესაძლებელი.
