ექსტრადიცია გერმანიიდან
განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებული და ძებნილი, სასჯელაღსრულების მეექვსე დაწესებულების რეჟიმის განყოფილების ყოფილი უფროსი დაპატიმრებულია. მას შემდეგ, რაც გერმანიის სასამართლომ საქართველოს გენერალური პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა, ვლადიმერ კაპანაძის ექსტრადიცია განხორციელდა. მთავარ საგამოძიებო უწყებაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე ითქვა, რომ ექსტრადირებული მსჯავრდებულია პატიმართა წამებისთვის და განსაზღვრული აქვს რვა წლითა და სამი თვით თავისუფლების აღკვეთა
