საგრანტო პროგრამების გამარჯვებულები
გურიის რეგიონში საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 30 000-ლარიანი და 100 000- ლარიანი საგრანტო პროგრამების გამარჯვებულები გამოვლინდა. პროგრამა ევროკავშირის საგრანტო დაფინანსებით, „2020-2022 წლების საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის“ ფარგლებში საქართველოს ოთხ რეგიონში , იმერეთში, კახეთში, გურიასა და რაჭა-ლეჩხუმში ხორციელდება.
