ირაკლი ღარიბაშვილი რეგიონული ტურნეს ფარგლებში ბოლნისში იმყოფებოდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რეგიონული ტურნეს ფარგლებში, ბოლნისში იმყოფებოდა, სადაც 50 ჰექტარზე გაშენებული ნუშის, კაკლისა და ქლიავის ბაღები დაათვალიერა. სახელმწიფო პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში კომპანია “აგრო ბალავარმა“ და კომპანია „აგრო ბალავარი პლუსმა“ ბაღის გაშენებისათვის 247000 ლარზე მეტი სახელმწიფო დაფინანსება მიიღეს.
