საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მარნეულის სოფელ დიოკნისში იმყოფებოდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მარნეულის სოფელ დიოკნისში იმყოფებოდა, სადაც ერთ-ერთი ოჯახის სასათბურე მეურნეობა დაათვალიერა. მთავრობის მეთაურს თავად მეურნეობის მეპატრონემ უმასპინძლა. ოჯახმა ,,აწარმოე საქართველოში“ პროექტის ფარგლებში, 5000 ლარის დაფინანსება მიიღო და სასათბურე მეურნეობა მოაწყო. სათბურში, სეზონის შესაბამისად, სხვადასხვა სახეობის ბოსტნეულის ჩითილები გამოყავთ. მთავრობის მეთაურმა აცხადებს, რომ სოფელ დიოკნისში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება. დასრულების ეტაპზეა სასმელი წყლის პროექტი, რის შემდეგაც დაგეგმილია სოფლის შიდა გზების მოწესრიგება. სოფელს უკვე აქვს ევროპული სტანდარტების სკოლა, სადაც აზერბაიჯანელი და ქართველი მოსწავლეები ერთად სწავლობენ.
