ყველა საერთაშორისო ფორმატში, უკრაინელი მეგობრების მიმართ საქართველომ მკაფიო და ძალიან აქტიური მხარდაჭერა გამოხატა
ყველა საერთაშორისო ფორმატში, უკრაინელი მეგობრების მიმართ საქართველომ მკაფიო და ძალიან აქტიური მხარდაჭერა გამოხატა - ამის შესახებ განცხადება ირაკლი ღარიბაშვილმა, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის, ალექსეი არესტოვიჩის განცხადებასთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ გააკეთა. პრემიერ მინისტრმა ასევე თქვა, რომ მას არ სურს, უკრაინელი პარტნიორების განცხადებებზე კომენტარის გაკეთება, ვინაიდან უკრაინა ომშია და ქვეყანა ძალიან მძიმე განსაცდელშია.
