რუსი ოკუპანტების იერიშს კრამატორსკის რკინიგზის სადგურზე 35 ზრდასრული და 4 ბავშვი ემსხვერპლა
რუსი ოკუპანტების იერიშს კრამატორსკის რკინიგზის სადგურზე 35 ზრდასრული და 4 ბავშვი ემსხვერპლა, 300-მდე ადამიანი კი დაშავდა. ოკუპანტებმა იერიში მაშინ მიიტანეს, როდესაც ხალხი ევაკუაციისთვის ემზადებოდა. თავდასხმა რუსეთმა ამჯერადაც უარყო და მას პროვოკაცია უწოდა. რუსმა ოკუპანტებმა დღეს სარაკეტო იერიში ოდესის ოლქზეც მიიტანეს. საბრძოლო მოქმედებები არ წყდება ხარკოვსა და იზიუმშიც.
