"პატრიოტთა ალიანსი" ისევ მოსკოვშია
პატრიოტთა ალიანსი ისევ მოსკოვშია. დღის წესრიგით განსაზღვრული შეხვედრები უცნობია, ირმა ინაშვილი და მისი თანაგუნდელები არ ასაჯაროებენ, ვის ხვდებიან, თუმცა არ მალავენ, რომ განხილვის მთავარი თემა ნეიტრალიტეტი და რუსეთთან სამშვიდობო პოლიტიკაა. პროცესს სახიფათოდ აფასებენ თბილისში იმ მძიმე რეალობის გათვალისწინებით, რომელიც რუსეთის აგრესიულ პოლიტიკას უკავშირდება. მმართველი გუნდი აცხადებს, რომ თავდაპირველად მიხეილ სააკაშვილის მიერ წამოწეული თემა ნეიტრალიტეტთან დაკავშირებით ინაშვილის პარტიამ, რუსეთამდე ჩაიტანა და ამ ვითარებაში, მინიმუმ უხერხულია რუსეთის გვერდით დგომა, მაშინ, როდესაც მთელი ცივილიზებული სამყარო, მათ შორის საქართველო, უკრაინის გვერდით დგას.
