"ქრონიკა" გოსტომელიდან
35 დღიანი ოკუპაციის შემდეგ, ქრონიკის გადამღები ჯგუფი იყო პირველი, რომელიც ქალაქ გოსტომელში შევიდა და იქ არსებული ვითარება გადაიღო. ჩვენმა ჯგუფმა, განადგურებული ტერიტორია რამდენიმე წუთის წინ დატოვა. გოსტომელი პრაქტიკულად, მიწასთან არის გასწორებული. საცხოვრებელი სახლები განადგურებულია, ეზოებში კი საფლავებია. ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ ქალაქში ახლა განაღმვითი სამუშაოები მიმდინარეობს. ჩვენი ჟურნალისტი მაკუნა აბულაძე და ოპერატორი გოგა წულაია ამ წუთებში ქალაქის მისდგომებთან იმყოფებიან.
