პარლამენტმა გაეროს განვითარების პროგრამის რეგიონულ დირექტორს უმასპინძლა
პარლამენტმა გაეროს განვითარების პროგრამის რეგიონულ დირექტორს უმასპინძლა. მირიანა სპოლიარიჩ ეგერი დეპუტატებთან ერთად პროექტ “რა ვიცით პარლამენტის შესახებ” მონაწილეებს შეხვდა. ღონისძიებას 50-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები ესწრებოდნენ, რომლებიც ჩართული არიან საპილოტე სასწავლო პროგრამაში, რომლის მეშევობითაც პარლამენტარიზმისა და დემოკრატიის შესახებ ინფორმაციას ეცნობიან. ევროკავშირისა და გაეროს განვითარების ხელშეწყობით შემუშავებული სასწავლო მოდულებისა და ილუსტრირებული სახელმძღვანელოების მეშვეობით ისინი ინფორმაციას იღებენ საქართველოს პარლამენტისა და საპარლამენტო პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის შესახებ.
