„კონსერვატიული მოძრაობის“ ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელი და მისი თანამზრახველი დააკავეს
ფიზიკური ძალადობისა და პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე, „კონსერვატიული მოძრაობის“ ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელი და მისი თანამზრახველი დააკავეს. საქმე ეხება ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ზუგდიდის კორესპონდენტეისა და ოპოერატორის მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობასა და პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტს. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით გამოძიება 17 მარტს, უწყებაში შესული შეტყობინების საფუძველზე დაიწყო, რომლის თანახმადაც ზუგდიდში, „ალტ-ინფოს“ წარმომადგენლებმა, „მთავარი არხის“ ჟურნალისტს და მის ოპერატორს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
