მეგობრობის გამზირის რეაბილიტაცია
მთავრობის ხელმძღვანელი რუსთავში იმყოფებოდა. ირაკლი ღარიბაშვილი მეგობრობის გამზირე სარეაბილიტაციო სამუშაოებსგაეცნო . „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში, რუსთავში გათვალისწინებულია მეგობრობის გამზირის და მერიის წინ არსებული მოედნის განახლება . პროექტის შედეგად, 12 - ი შენობის რეაბილიტაცია განხორციელდება. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ასევე ქალაქის შემოსასვლელისა და თამარ მეფის სახელობის მოედნის განახლება, რეაბილიტაცია ჩაუტარდება რამდენიმე ქუჩასა და სკვერს. ამ დროისთვის პირველი ფაზის სამუშაოების 70 პროცენტი უკვე დასრულებულია. აღნიშნული პროგრამით რუსთავში 40 მილიონი ლარის ინვესტიციაა გათვალისწინებული.
