პრემიერი ქვემო ქართლში იმყოფება
პრემიერი ქვემო ქართლში იმყოფება. ირაკლი ღარიბაშვილი დილიდან რეგიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს ეცნობა. რუსთავის შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილი მარნეულის რაიონის სოფელ ქუთლარში ახალად გახსნილ საჯარო სკოლაში მივიდა და დასრულებულ სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო. სკოლაში მოეწყო თანამედროვე ტიპის საკლასო ოთახები, ლაბორატორიები, სააქტო დარბაზი, კომბინირებული მინი სპორტული მოედანი, სასადილო და სხვა აუცილებელი ინფრასტრუქტურა.
