ექსტრადიცია გერმანიიდან
განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებული და ძებნილი სასჯელაღსრულების ნომერ მეექვსე დაწესებულების რეჟიმის განყოფილიების ყოფილი უფროსი პატიმრობაშია. მას შემდეგ რაც გერმანიის სასამართლომ საქართველოს გენერალური პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა ვლადიმერ კაპანაძის ექსტრადიცია განხორციელდა. მთავარ საგამოძიებო უწყებაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე ითქვა, რომ სასჯელაღსრულების ნომერ მეექვსე დაწესებულების რეჟიმის განყოფილების ყოფილი უფროსი მსჯავრდებულია პატიმართა მიმართ განხორციელებული წამებისთვის და განსაზღვრული აქვს რვა წლითა და სამი თვით თავისუფლების აღკვეთა.
