რელიგიურ კონფესიებს დაფინანსება გაეზარდათ
რელიგიურ კონფესიებს დაფინანსება გაეზარდათ. - 1 მილიონი ლარი, საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოიყოფა და მას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო გაანაწილებს. გადაწყვეტილება პრემიერ მინისტრმა მიიღო. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, რელიგიური კონფესიებისთვის დაფინანსების გაზრდისას რამდენიმე საკითხით იხელმძღვანელეს, მათ შორის რელიგიური გაერთიანებების მრევლის, სასულიერო პირებისა და საკულტო შენობა-ნაგებობების რაოდენობით.
