საქართველოს სახელმწიფო საზღვრების კონტროლზე გადაცემა „იმედი ლაივში“ ირაკლი კობახიძემ ისაუბრა
საქართველოს სახელმწიფო საზღვრების კონტროლზე გადაცემა „იმედი ლაივში“ ირაკლი კობახიძემ ისაუბრა. მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე გაამხვილა ყურადღება, რომელიც ლარსის საბაჟო გამშვებ პუნქტს უკავშირდება. მისი თქმით, რისკი ამ კუთხით არ არსებობს და სამხედრო დანიშნულების ტვირთის გადატანასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია სიყალბეა.
