ილია დარჩიაშვილისა და იენს სტოლტენბერგის შეხვედრა
მოკავშირეები შეთანხმდნენ, რომ უნდა დავეხმაროთ პარტნიორებს, მათ შორის საქართველოსა და ბოსნია-ჰერცეგოვინას, გააძლიერონ მედეგობა და მიეცეთ საშუალება, თავი დაიცვან- განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა მინისტერიალის დასრულების შემდეგ. იენს სტოლტენბერგს ბრიუსელში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვდა. ილია დარჩიაშვილმა გენმდივანთან და ნატოელ პარტნიორებთან ასპირანტი სახელმწიფოსა და ალიანსს შორის ურთიერთობათა შემდგომი დინამიკა, ასევე, მადრიდის სამიტის მოლოდინი განიხილა.
