ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ორი აპრილის შუალედური არჩევნების საბოლოო შედეგები შეაჯამა
"ცესკოს" პრესსპიკერის თქმით როგორც კენჭისყრის დღე, ისე შემდგომი საარჩევნო პროცედურები კანონმდებლობის შესაბამისად წარიმართა. ამომრჩევლებს შესაძლებლობა ჰქონდათ საკუთარი არჩევანი გაეკეთებინათ უსაფრთხო და მშვიდ გარემოში. მისივე თქმით სრულად იყო უზრუნველყოფილი დამკვირვებლებისა და მედიის მუშაობის თავისუფლება კანონმდებლობის შესაბამისად.
