ომის 43 დღე
აუცილებელია მარიუპოლში ხალხის გადარჩენა და ოდესის დაცვა - ეს განცხადება პრეზიდენტმა ზელენსკიმ საბერძნეთის პარლამენტისადმი მიმართვაში გააკეთა. უკრაინის ხელისუფლება საჭიროდ მიიჩნევს ქალაქ დნეპროდან უმოკლეს ხანში ქალების, ბავშვებისა და ხანდაზმულების გაყვანასაც, რისი მიზეზიც დონბასში სიტუაციის კიდევ უფრო გამწვავების მაღალი ალბათობაა.
