საქართველოს პრემიერ-მინისტრი შვედეთის სამეფოს თავდაცვის მინისტრს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი შვედეთის სამეფოს თავდაცვის მინისტრს შეხვდა. 2022 წელს ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 30 წლისთავი აღინიშნება, თანამშრომლობის სფეროების გარდა მხარეებმა ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ საქართველოს ოფიციალურ განაცხადზეც იმსჯელეს. ირაკლი ღარიბაშვილმა მოკავშირეების მხარდაჭერის მნიშვნელობა აღნიშნა. პეტერ ჰულთქვისტმა კი საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა დაადასტურა. ყურადღება დაეთმო უკრაინაში მიმდინარე ომს, აღინიშნა საქართველოს პოლიტიკური მხარდაჭერა და სოლიდარობა, ხაზი გაესვა საერთაშორისო საზოგადოების როლს.
